პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი მინაშვილს, პატიმრობაში მყოფ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მონახულების საშუალება ნებისმიერ დროსა და ადგილს ექნება.
ეს ბრძანებულება მინაშვილმა ახალაიას სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში თავად გააცნო.
"ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, მე მექნება უფლება შევიდე ბაჩო ახალაიასთან ულიმიტოდ , ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. ჩვენი გუშინდელი მოწოდების შემდეგ, მივიღეთ პასუხი და მანამ სანამ, ახალაიას სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა თქვა, მისი გადაყვანა რამდენიმე დღეში მოხდება, მე ახალაიასთან შევალ ძალიან ხშირად და მის შემდეგაც. იმედი მაქვს, სასჯელაღსრულების მინისტრი თავის პირობას არ დაარღვევს", - განაცხადა მინაშვილმა.