რუსული მხარე ბაზარზე ქართული ღვინის დასაბრუნებლად მზადყოფნას გამოთქვამს

რუსული მხარე ბაზარზე ქართული ღვინის დასაბრუნებლად მზადყოფნას გამოთქვამს

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილის ანდრეი დენისოვის განცხადებით, რუსული და ქართული მხარები ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხის პრაქტიკულ მხარეზე გადასასვლელად მზად არიან.

„თუ ვილაპარაკებთ კონკრეტულ საქმეებზე,  მაშინ საქმე ეხება ქართული ღვინის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში, ორივე მხარე მზად არის ამ საკითხის პრაქტიკულ მხარეზე გადასასვლელად“,-განაცხადა დენისოვმა.

რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ რამდენიმე დღის წინ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შემოწმების შემდეგ, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდება.

„თუ მოგვცემენ იმის შესაძლებლობას, რომ მათი წარმოებები დავათვალიეროთ, მაშინ შესაძლებელი იქნება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება. რატომაც არა? ივაჭრონ და არ იყოს ისეთი გასაოცარი და უკონტროლო რაოდენობა, როგორც იყო“,-განაცხადა ონიშენკომ.