„ნატახტარში“ ჩამდინარე წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდა

„ნატახტარში“ ჩამდინარე წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდა

ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, 11.00 საათზე კომპანია „ნატახტარის“ ქარხანაში (მის: დაბა ნატახტარი) წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის სისტემის პრეზენტაცია და სპეციალური მედიატური გაიმართება.

2010 წლის ბოლოს კომპანია„ნატახტარმა“ დაიწყო მუშაობა წყლის გამწმენდი თანამედროვე სისტემის დანერგვაზე. პროექტის შემუშავების შემდეგ დაიწყო მშენებლობა. ჩამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის სისტემის დამონტაჟებაში კომპანია „ნატახტარის“ პარტნიორია გერმანული კომპანია CUSS. CUSS-ის დახმარებით მოხდა ქარხანაში სისტემისთვის პროექტის შემუშავება, მათვე უზრუნველყვეს მოწყობილობები, მონტაჟი და სისტემის სისრულეში მოყვანა. CUSS წყლის გასუფთავების ინდუსტრიაში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაა.

დღეისათვის კომპანია „ნატახტარს“ აქვს წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც დამუშავების თანამედროვე, ევროპული და მსოფლიო სტანდარტებით უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების მაქსიმალურ სისუფთავეს.

აღნიშნული პროექტისთვის უკვე განხორციელდა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამჟამად სისტემა ტესტირების რეჯიმში მუშაობს და უახლოეს მომავალში იგი სრული დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში.