საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელიდან საქართველოში დაბრუნდა.
პრემიერის აპარატის ინფორმაციით, სამშობლოში გამოფრენამდე ბიძინა ივანიშვილი ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს, ივო დაალდერისს შეხვდა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრი ამ რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს რამდენიმე დღით სტუმრობდა. მის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.