სიტუაცია ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ისევ დაძაბულია. ისრაელის მხარის ინფორმაციით, ღაზას სექტორის მხრიდან ისრაელის რამდენიმე ქალაქი დაიბომბა, რაკეტების უმეტესობა კი საცხოვრებელი ადგილებში ჩამოვარდა, ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა ქალაქ კირიატ-მალახში და სამი ადამიანი დაიღუპა.
ღაზას სექტორის გააქტიურება ისრაელის მხარის მიერ ჰამასის ერთ-ერთი ფრთის ლიდერის აჰმედ ალ-ჯაბარის სიკვდილმა გამოიწვია. ისრაელის მხარემ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ჰამასის ბოევიკების განადგურების მიზნით. სამხედრო ოპერაციის შედეგად, ალ-ჯაბარის გარდა დაიღუპა სამი ჰამასის წევრი და 11 პალესტინელი.