„ლილო-მოლში“ დამწვარი მაღაზიების უმეტესობა აზერბაიჯანელებს ეკუთვნოდათ

„ლილო-მოლში“ დამწვარი მაღაზიების უმეტესობა აზერბაიჯანელებს ეკუთვნოდათ

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ზიანი აზერბაიჯანელ მეწარმეებს მიადგათ.

დამწვარი მაღაზიების დიდი ნაწილი სწორედ აზერბაიჯანელების კუთვნილება გახლდათ. როგორც ისინი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აცხადებენ, ზარალი ათი ათასობით დოლარს აჭარბებს.

 მათივე განცხადებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, მაღაზიების ნაწილი კი დაზღვეული გახლდათ. მიმდინარეობს გამოძიება. 

ხანძარი ლილოში დღეს დილით, დაახლოებით, 07.00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი განსაკუთრებით ძლიერი იყო ბაზრობის მე-15, მე-16 და მე-17 რიგებში. ხანძარი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო მოდებული. დაიწვა 26 მაღაზია და განადგურდა საქონელი.

შემთხვევის ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.