ევროპაში საპროტესტო დღემ უშედეგოდ ჩაიარა

ევროპაში საპროტესტო დღემ უშედეგოდ ჩაიარა

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ბრიუსელს ვერანაირი დემონსტრაციები და საპროტესტო აქციები ვერ შეაშინებს და ის თავის პოლიტიკას მაინც განაგრძობს.

"ჩვენ რა თქმა უნდა, გადავხედავთ იმ საკითხებს, რაც დემონსტრანტებმა წამოაყენეს. მაგრამ ის რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, ეს არის შევცვალოთ მოძველებული შრომის ბირჟა, გავხადოთ ის უფრო მოქნილი, ადამიანებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა დასაქმდნენ, ჩვენ ჩვენს მიზნებს პროფკავშირებთან მოლაპარაკებისას ვახმოვანებთ", -აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გუშინდელმა საყოველთაო საპროტესტო დღემ ევროპაში, ფაქტიურად უშედეგოდ ჩაიარა. ევროკავშირიდან მიღებული გზავნილები ცხადყოფენ იმას, რომ ევროკავშირის მესვეურნი თავისი ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას არ აპირებენ. ესპანეთში , პორტუგალიასა და რომში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებით და 140 -მდე აქტივისტის დაკავებით დასრულდა, დანარჩენ ქვეყნებში საპროტესტო აქციებმა შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა.