გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ გაერომ ვერ შეძლო სამოქალაქო ომის დროს შრი-ლანკის მოსახლეობის დაცვა, გაკვეთილი უნდა გვასწავლოს.
„შეიქმნება სპეციალური კომისია, სადაც ცნობილი დიპლომატები და უფლებადამცველები შევლენ, რომლებიც შეიმშავებენ სპეციალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტების და შეცდომების აცილება თავიდან მომავალში“,-განაცხადა მუნმა.
შრი-ლანკაში სამოქალაქო ომის განმავლობაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბოლო სამი თვის განმავლობაშ კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 9 000-ს მიაღწია.
გაეროს მოხსნების თანამხმად, სამოქალაქო ომის განმავლობაში, შრი-ლანკაში სულ 100 000 ადამიანი დაიღუპა.