ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლადარჩეული ლიდერის სი ძინპინის განცხადებით, კომუნისტურ პარტიას დღეს ბევრი პრობლემები გააჩნია, მათ შორის კორუფცია და რაც მთავარია, დღეს ის ხალხისგან მოწყვეტილია.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაწყებული რეფორმები გავაგრძელოთ და ხალხის ნდობა გავამართლოთ. მთავარი პრობლემა კორუფციაა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს. მთელი პარტია საბრძოლი მოქმედებაში უნდა იყოს“,-განაცხადა ჩინეთის ახალმა ლიდერმა გამოსვლისას.
პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლადჩატარებულ მე-18 ყრილობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, კომპარტიის ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახალ გენერალურ მდივნად ყოფილი ვიცეპრეზიდენტი სი ძინპინი აირჩიეს, რომელმაც ხუ ძინტაო შეცვალა. კომპარტიის შემადგენლობა კი ათი კაციდან შვიდამდე შემცირდა. ახლადარჩეული კომიტეტი შემდგომი ათი წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას.