ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, დაზვერვის ყოფილი შეფის, გენერალ დევიდ პეტრეუსის ქორწინების გარეშე კავშირებს, ამერიკის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია.
„გენერალ პეტრეუსის გადადგომა მხოლოდ უმნიშვნელო ეპიზოდი უნდა გახდეს მისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში“,-განაცხადა ობამამ.
რესპუბლიკელი სენატორების მოთხოვნით, გენერალი პეტრეუსი ბენღაზში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის და ამერიკის ელჩის გარდაცვალების შესახებ ჩვენებას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მისცემს.
კონგრესზე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერთა განცხადებით, მათ უფრო ადრე უნდა სცოდნოდათ გენერალ პეტრეუსის ქორწინებისგარეშე კავშირების შესახებ, თუ ამ ინფორმაციას გამოძიება, რაღაც პერიოდის წინ უკვე ფლობდა.
ბარაკ ობამამ კონგრესმენთა ამ შენიშვნაზე პასუხს თავი აარიდა.