მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურაში მიდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავა.
„ინფორმაცია განხორციელებულ დაკავებასთან დაკავშირებით დღის მანძილზე გავრცელდება. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება, აგრეთვე, დაკავების საფუძვლი. საქართველოს პროკურატურა, ისევე როგორც აქამდე, გამოაქვეყნებს შესაბამის მტკიცებულებებს, რაც დაკავების საფუძველი გახდა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.