ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები 600-700 კვ.მეტრ ფართობზე დაიწვა

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები 600-700 კვ.მეტრ ფართობზე დაიწვა

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები 600-700 კვ.მეტრ ფართობზე დაიწვა.

ისანი-სამგორის საგანგებო სიტუაციათა განყოფილების ხელმძღვანელის ტიტე ჭიჭონაიას თქმით, ხანძრის შედეგად დაახლოებით, 27-მდე მაღაზია დაიწვა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროსადენების გაუმართაობაა. ზარალის ოდენობა დგინდება.

ჭიჭონაიამ აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურში შეტყობინება დილის 07:04 საათზე შევიდა. შეტყობინებიდან შვიდ წუთში კი მეხანძრეები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ, იყო ღია ცეცხლი და ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლიდა ხანძრის ჩაქრობას. ხანძრის ლოკალიზება 20 წუთში მოხერხდა, ხოლო სრული ლიკვიდაცია - მოგვიანებით.

ხანძარი ლილოში დღეს დილით, დაახლოებით, 07:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი განსაკუთრებით ძლიერი იყო ბაზრობის მე-15, მე-16 და მე-17 რიგებში. ხანძრი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო მოდებული.

შემთხვევის ადგილზე 20-მდე სახანძრო ბრიგადე მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.