საქართველოს ყოფილ მინისტრს წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ, რასაც ადგილი ჰქონდა, როდესაც სავარაუდოდ გაიცა ბრძანება 17 სამხედრო მოსამსახურის ცემასა და საკვების გარეშე აბანოში მათი სამი დღით გამოკეტვაზე.
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი თბილისში სამშაბათს წაუყენეს.
ახალაიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომლის კოალიციამაც გასულ თვეში საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა.
ბ-ნი ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ცალკეული ბრალდებების გამო გასულ კვირაში დააკავეს.
პროკურორები აცხადებენ, რომ ახალი ბრალდებები ახალაიას წინააღმდეგ უკავშირდება სენაკის სამხედრო ბაზაზე (დასავლეთ საქართველო) მომხდარ ინციდენტს 2010 წლის თებერვალში, როდესაც ეროვნული გვარდიის მძღოლები ხელმძღვანელ პირებთან დაპირისპირების შემდეგ ისეთ საბანაო ოთახში გამოკეტეს, რომელიც არ თბებოდა.
სააკაშვილის სპიკერის თქმით, ახალაიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების დაჩქარება ზრდის „ღრმა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს აწარმოოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, „რაც დიდწილად უკავშირდება პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებს“. მან დასძინა: „ეს საქმეები უნდა მოაწესრიგოს სამართლებრივმა და სასამართლო სისტემამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სასამართლო პროცესებს არ შეუშალოს ხელი პოლიტიკურმა ჩარევამ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“.
ბ-ნი ივანიშვილს, რომლის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ეს პირველი უცხოური ვიზიტია ბრიუსელში, შეხვედრის შემდეგ ვროკავშირის პრეზიდენტმა ბ-ნმა ბაროზომაც განუცხადა: “შერჩევითი სამართლის შემთხვევები თავიდან უნდა იქნას არიდებული, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ ქვეყნის იმიჯი უცხოეთში და დაასუსტონ კანონის უზენაესობა“.
ბ-ნმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი მიზანია „დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია“.
foreignpress.ge