კარლ ლაგერფელდის  „მზარეული ბარაკ ობამა“

კარლ ლაგერფელდის „მზარეული ბარაკ ობამა“

მოდის სახლ „შანელის“ არტ-დირექტორი,  კარლ ლაგერფელდი მსოფლიო ლიდერების კრიტიკასა და ქილიკს ისევ აგრძელებს.  პრინცესა ქეითისა და  ფრანსუა ოლანდის შემდეგ ის ბარაკ ობამას გადაწვდა და ამერიკის 45-ე პრეზიდენტს გამარჯვება ახალი შარჟით მიულოცა.

ცნობილი გერმანული გამოცემისთვის, Frankfurter Allgemeine Zeitung კარლ ლაგერფელდმა „მზარეული ბარაკ ობამას“ კარიკატურა დახატა.

გაზეთის რედაქციის განცხადებით, ლაგერფელდმა თემა კარიკატურისთვის თავად აარჩია და პრეზიდენტი არჩევნების დასრულებისთანავე დახატა.

ნახატზე ბარაკ ობამას მზარეულის კოსტიუმი აცვია და ამერიკის დროშის ფონზე დგას. ხელში კი, თეთრი სახლის ფორმის ტორტი უჭირავს.