ყოველწლიური ოქსფორდის ლექსიკონის პრემია წელს დიდ ბრიტანეთში სიტყვას Omnishambles-ს მიენიჭა. ბრიტანელთა აზრით, ეს სიტყვა იმ მდგომარეობას ასახავს, რაც 365 დღის განმავლობაში ხდება ბრიტანეთში.
სიტყვის დასაწყისი omni ლათინური წარმოშობისაა და ყველაფერს აღნიშნავს, shambles-ბრიტანული სიტყვაა და ქაოსს აღნიშნავს. Omnishambles- სრულ ქაოსს, არეულ-დარეულობას ნიშნავს. ბრიტანელთა შეფასებით, მათი ახლანდელი მდგომარეობა სწორედ რომ ქაოსურია, მომავალი კი გაურკვეველი.
ეს სიტყვა პირველად 2009 წელს ВВС-ის ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში იყო გამოყენებული, მას შემდეგ კი ნელ-ნელა დამკვიდრდა ლექსიკონში.
როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატმა მით რომნი ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, ოლიმპიადის ლონდონში ჩატარება მიზანშეწინილი იყო თუ არა, ბრიტანულმა მედიამ მის გამონათქვამს მაშინვე Romneyshambles უწოდა.