იტალია ევროპას საყოველთაო გაფიცვით შეუერთდა

იტალია ევროპას საყოველთაო გაფიცვით შეუერთდა

 იტალია ევროპაში მიმდინარე აქციას ოთხსაათიანი საყოველთაო გაფიცვით შეუერთდა. აპენინის ნახევარკუნძულის სხვა ქალაქებშიც მოსახლეობა აპროტესტებს ხისტ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირმა ევროპის ქვეყნებს მოახვია თავს.

იტალიელები გადასახადების გაზრდას და პენსიების და ხელფასების შემცირებას, აგრეთვე ყოველდღიურად მზარდ უმუშევრობას აპროტესტებენ.

რომის ცენტრალურ მოედანზე ათასობით დედაქალაქელი შეიკრიბა, რომელთაც ტრანსპორტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. რომაელებმა ჰიტლერის ფორმაში ჩაცმული ანგელა მერკელის პორტრეტები გამოიტანეს, რომელიც ბიუჯეტის სეკვესტრების იდეის ავტორია.

„სიტუაცია, რომელშიც მათ ჩაგვაყენეს, კატასტროფულია, ყველგან მხოლოდ შეკვეცები და შემცირებებია. ჩვენი მომავალი კი კატასტროფულად გამოიყურება-ამ ეკონომიკური პოლიტიკისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი“,-აცხადებენ აქციის მონაწილენი.