სოზარ სუბარი: ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არა  ახალაიას უსაფრთხოების,  არამედ მისი  ინტერესებიდან გამომდინარე

სოზარ სუბარი: ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არა ახალაიას უსაფრთხოების, არამედ მისი ინტერესებიდან გამომდინარე

სასჯელაღსრულების მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიასთვის ე.წ. მატროსოვზე არსებულ დაწესებულებაში სამი ოთახი ჰქონდათ გამზადებული, მაგრამ  სხვა ინფორმაციები იყო,  რის გამოც ახალაიას #7 დაწესებულებაში გადაყვანა გადაწყვიტეს.

მინისტრის თქმით, განცხადება იმის შესახებ,  რომ ბაჩო ახალაია #7 საპყრობილეში პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გადაიყვანეს, არასერიოზულია.

სუბარის განმარტებით,  ამ დროისთვის ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არა ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების,  არამედ ბაჩო ახალაიას ინტერესებიდან გამომდინარე.

„ბაჩო ახალაიას უსაფრთხოების საკითხი არ დგას. არამედ ის, რომ კორპუსზე შეიძლება იყოს ხმაური, შეიძლება სპეცრაზმი გახდეს შესაყვანი, არა მგონია, რომ კარგი იყოს. ამიტომ უნდა წავიდეთ მინიმალურ რისკებზე, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ამ დროისთვის ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა  სუბარმა.