მოსკოვის მსახიობთა სახლში დღეს განმეორებით გაიმართება ქართულ-რუსული „ტიფლისური საღამო“, რომლის ორგანიზატორიც მწერალი და ჟურნალისტი იგორ ობოლენსკია.
საღამოზე ობოლენსკის წიგნის „სილამაზის საიდუმლო. ქართველი ცოლების ისტორია“ პრეზენტაცია მოეწყობა. წიგნში აღწერილია პოეტ ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლის ნინო ჭავჭავაძისა და იმპერატრიცა მარია ფოდოროვნასა ფრეილინას ვარვარა თურქესტანიშვილის (თურქესტანოვას) სილამაზის შესახებ, რომელმაც ალექსანდრე I-ს ვაჟიშვილი გაუჩინა და მხატვარ კრამსკს მშვენიერი ტილო „უცნობი“ ჩააგონა. ნინო ჭავჭავაძისა და ვარვარა თურქესტანიშვილის(თურქესტანოვას) გარდა, ამ წიგნში კიდევ 25 ლამაზი ქართველი ქალის ისტორიაა აღწერილი, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა შეძლეს.
საღამოზე ობოლენსკის კიდევ ერთი პროექტის „ძველი ტიფლისის პორტრეტების“ პრეზენტაციაც გაიმართება. აქ გამოფენილი იქნება გასაგზავნი ბარათები, რომელზეც ქართველი ოფიცრები და მშვენიერი ქართველი მანდილოსნები არიან გამოსახულნი. ობოლენსკის კიდევ ერთი წიგნის გაცნობას შეძლებენ დღეს მნახველები. წიგნს „ტიფლისი. სიყვარულის საიდუმლოებანი: რასპუტინი, შანელი, ჰოლივუდი“ ეწოდება.