ყოველწლიურმა გამოცემამ Lonely Planet's -მა საქართველო 2012 წლის ათ საუკეთესო ტურისტულ ქვეყანათა სიაში შეიყვანა. გამოცემის თანახმად, ტურისტები , ვინც საქართველო მოინახულა, მის ულამაზეს ბუნებაზე, მეგობრულ ატმოსფეროსა და სამზარეულოზე საუბრობენ.
გამოცემის თანახმად, ყველაზე მიმზიდველი ტურუსტული ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: ბრაზილია, შვეიცარია, ნამიბია, კამბოჯა, ბოლივია, ორეგონი, ესპანეთი, სლოვანეთი, ნეპალი და საქართველო.
ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმი ძალიან განვითრდა, რის შედეგადაც როგორც კერძო სასტუმროების, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა იზრდება.
რაც შეეხება The New York Times-ს, მან 2011 წლის რეიტინგიში „საუკეთესო ადგილები, სადაც 2011 წელს აუცილებლად უნდა წახვიდეთ“, საქართველო 41 ქვეყანას შორის, მე-6 ადგილზე დაასახელა.