საბანკო სფერო აფხაზეთში სასწრაფო დახმარებას საჭიროებს

საბანკო სფერო აფხაზეთში სასწრაფო დახმარებას საჭიროებს

დღეს აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში აფხაზეთის საბანკო სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს. აფხაზური ბანკების პრობლემა  სულ უფრდაუფრო ღრმა ხდება და სასწრაფო ჩარევას საჭიროებს.

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთის საბანკო სფეროში სისტემური პრობლემები შეიქმნა და  სფერო ადგილზე გაიყინა. „კრედიტები აღარ გაიცემა, დაგროვდა დიდი ვალები-დაახლოებით, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ამოუღებელი ვალი, ბანკების ნაწილი იძულებული გახდა დახურულიყო, დანარჩენი უმეტესობა კი არარენტაბელურად ითვლება“,-აცხადებს ანქვაბი.

 აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში  დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელის მოადგილემ, მეწარმემ დავით ფილიამ.