ცაგარეიშვილი: ბაჩო ახალაიას პირადი უსაფრთხოება  დაცული იქნება

ცაგარეიშვილი: ბაჩო ახალაიას პირადი უსაფრთხოება დაცული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ  ყოფილი ძალოვანი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პირადი უსაფრთხოება  დაცული იქნება.

როგორც from.geს  ცაგარეიშვილმა განუცხადა, ახალაიას სურვილისამებრ, საკანში მისი განთავსება განმარტოებით მოხდება.

„ოჯახს დავარწმუნებ, რომ მისი პირადი უსაფრთხოება დაცული იქნება. „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, პატიმრებს ცოცხებით არ გავაუპატიურებთ.კანონის შესაბამისად,  მათი უფლებები იქნება დაცული“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.