№7 სასჯელაღსულების დაწესებულებაში მყოფი თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, ჟურნალისტებმა მოინახულეს.
ჟურნალისტების თქმით, ბაჩო ახალაია დაწესებულების ერთ-ერთ სართულზე სამარტოო საკანშია მოთავსებული და ფლიგელში მის გარდა სხვა პატიმარი არ იმყოფება. ახალაიას საკანთან დაცვაა მობილიზებული.
როგორც ჟურნალისტებს ახალაიამ განუცხადა, მას უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტია არ აქვს.
ახალაია აცხადებს, რომ გლდანის დაწესებულებაში მისი უფლებები არ დარღვეულა და მისი #7 დაწესებულებაში გადმოყვანა უფრო ცინიზმია, ვიდრე - უსაფრთხოების დაცვა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს მისი უსაფრთხოების დაცვა სურდა, ე.წ. მატროსოვის ციხეში უნდა გადაეყვანათ და არა - #7 დაწესებულებაში.
„გრძელვადიანი უსაფრთხოების განცდა არ მაქვს, თუმცა ამ დრომდე თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ როდესაც „ქურდებთან“ 20 მეტრში ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება სამომავლოდ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან საუბარში ახალაიამ.
საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრების ინფორმაციით, #7 დაწესებულებაში 35 პატიმარია მოთავსებული,, მათ შორის 20 - ე.წ. კანონიერი ქურდი.