სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას უსაფრთხოება ბოლომდე დაცული იქნება.
სუბარის განმარტებით, მისი №7 სასჯელაღსულების დაწესებულებაში გადაყვანა სწორედ, ამის გამო მოხდა.
„ციხის იმ ნაწილში, სადაც ბაჩო ახლაია მოთავსებული, არც ერთი პატიმარი არაა განთავსებული. იგი ყველასგან იზოლირებულია. №7 დაწესებულებაში სულ 35 პატიმარი იხდის სასჯელს, აქედან გამომდინარე, ნაკლებია საფრთხეც. პირობები ნორმალურია, სამი ოთახია, რომელიც თავისუფალია და დერეფანი სეირნობითვის, რომელიც ასევე იზოლირებულია და არის კამერები. ახალაიამ კამერების შესახებ იცის“,- განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, მისი უსაფრთხოება ყველგან დაცული იქნებოდა, მაგრამ გლდანის №8 დაწესებულებაში კანონიდან გამომდინარე იგი ორ კვირაზე მეტს ვერ გაჩერდებოდა.
№7 დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც იხდიან.
ასევე სუბარმა აღნიშნა,,რომ №7 დაწესებულებაში ირაკლი ოქრუაშვილიც იხდიდა სასჯელს, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს დაწესებულება ყველაზე უსაფრთხო იყო.