მოდის სამყაროს, არაპროგნოზირებადი და ექსპერიმენტების მოყვარული გიგანტი, მარკ ჯეიკობსი მზის სათვალეების ახალ ხაზს უშვებს სახელწოდებით,- Marc JacobsEyewear.
მარკ ჯეიკობსი საქვეყნოდ ცნობილია თავისი სკანდალური სარეკლამო კამპანიით, რომელის გამოც მოდის კვირეულებზე, მის ჩვენებებსიც კი აკრძალულა. მიუხედავად ამისა, დიზაინერი ყოველთვის ცდილობს ორიგინალური იყოს და განხორციელებული ჩანაფიქრიც იდეალური გამოსდის.
მარკ ჯეიკობსმა სათვალეების ახალი სარეკლამო კამპანიაც პროვოკაციულად დაიწყო. პირველი ვიდეორგოლი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ორაზროვანი მინი ფილმია.
რა შეიძლება ჩადო სათვალეების რეკლამაში, ისეთი რომ პროვოკაციული გამოვიდეს? როგორც ჩანს, ჯეიკობსს ბევრი არ უფიქრია და ეს გზაც მარტივად იპოვა.
ახალმა რეკლამამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ჯეიკობსისთვის არა აქვს მნიშვნელობა რას საუბრობენ, რადგან ნებისმიერ სარეკლამო კამპანიაში მთავარია ისაუბრონ, რადგან, როგორც ნათქვამია „შავი პიარიც, პიარია.“
ნახეთ ახალი პროვოკაციული ვიდეო და თავად შეაფასეთ.