პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრა პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარეობს და მას დაახლოებით 65 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.
როგორც ჟურნალისტებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნინო გვენეტაძე განუცხადა, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ის პრობლემები იქნება, რომელიც არსებობს.
გვენეტაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ ინიციატივასაც დააყენებენ, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სასამართლოები უნდა შეიქმნას, რომლებიც საერთშორისო სტანდარტებით იმოქმედებენ.