„ბითლზების“ ალბომის ილუსტრირებული გარეკანი  87,7 ათას დოლარად გაიყიდა(VIDEO)

„ბითლზების“ ალბომის ილუსტრირებული გარეკანი 87,7 ათას დოლარად გაიყიდა(VIDEO)

გუშინ, ლონდონში გამართულ Sotheby's-ს აუქციონზე  „ბითლზების“ ალბომისთვის შექმნილი ილუსტრირებული კონვერტი 55,250 ფუნტ სტერლინგად, იგივე  87,689  ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

პიტერ ბლეიკისა და ანა ხავორტის ილუსტრირებული უცნობი  კოლაჟი, „ბითლზების“ ალბომის  „Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band“-ის ჩასადებ კონვერტად 1967 წელს შეიქმნა. მასზე გამოსახულია თავად მუსიკოსების ფოტო, სერჟანტის პორტრეტები, ულვაშები და სხვა ნიშნები.

ცნობილია, რომ ბლეიკი „ბითლზების“ ილუსტრაიაზე მუშაობისას, აქტიურად განიხილავდა თავად მუსიკოსების იდეებსაც.

ვინ გახდა ილუსტრაციის ახალი მფლობელი ჯერ-ჯერობით უცნობია.