ერაყში აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა

ერაყში აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა

ერაყის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ერაყში განხორციელებული აფეთქებების შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ერაყის საინფორმაციო საშუალებების განცხადებით კი, აფეთქებები ბაღდადსა და კიდევ სამ ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები გზაზე და მანქანებში ამოქმედდა.

ქალაქ კირკუკში ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთდროულად ოთხ ავტომობილში ამუშავდა, ადგილზე გარდაიცვალა 7 ადამიანი.

პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლი შესაძლებელია გაიზარდოს, რადგან დაშავებულებს შორის ბევრი მძიმედ დაჭრილია.