ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დღეს საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც უმუშევრობის ზრდის და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.
მოქმედებებისა და სოლიდარობის დღის მონაწილეები ევროპელ ლიდერებს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ იმას, რომ მათი მოსახლეობის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება და საჭიროა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შერბილება.
ესპანეთსა და პორტუგალიაში საპროტესტო აქცია შუაღამეს დაიწყო. მოსახლეობა პენსიების და სოციალური დახმარებების შემცირებას და გადასახადების ზრდას აპროტესტებს.
იტალიაში დღეს 4-საათიანი საყოველთაო გაფიცვაა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
საფრანგეთში მთავარმა პროფკავშირებმა მოსახლეობას ბიუჯეტის სეკვესტრის შემცირების საწინააღმდეგო საყოველთაო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით ეს არ არის ანტისამთავრობო აქცია, ეს არის სოლიდარობის აქცია უმუშევრობისა და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ.
სულ აქციაში მონაწილეობას 23 ქვეყნის 40-ამდე ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. აქციის ინიციატორები ევროპის პროფკავშირების კონფედერაციაა.