მელითაური: ჯარში  ნატოს სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა ხელისუფლებასა და ნატოს  შორის,  ნდობის ხარისხის აწევას  ემსახურება

მელითაური: ჯარში ნატოს სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა ხელისუფლებასა და ნატოს შორის, ნდობის ხარისხის აწევას ემსახურება

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, ქართულ ჯარში აქამდე არსებული და ამჟამინდელი ვითარების შესასწავლად ნატოს, სამუშაო ჯგუფის შექმნას,  დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ  მსგავსი ჯგუფის შექმნის ინიციატივა ნატოს მხრიდანაც დადებითაც შეფასდება.

როგორც მელითაური from.ge - სთან საუბარში აცხადებს, ეს ინიციატივა პირველ რიგში, ახალ ხელისუფლებასა და ნატოს ხელმძღვანელობას შორის,  ნდობის ხარისხის აწევას  ემსახურება.

„მსგავსი ჯგუფის შექმნის ინიციატივა  ნატოს მხრიდან, დადებითად  იქნება შეფასებული. ეს   შეიარაღებულ ძალებში ნატოს უშუალო მონიტორინგის საშუალებას  აძლევს. საერთოდ,  მსგავსი ჯგუფების მუშაობა, როგორც წესი,   მხოლოდდამხოლოდ  მართვის სტრუქტურების დონეზე ხორციელდებოდა და არა უშუალო,  სამხედრო ნაწილებში. ეს ინიციატივა თუ განხორციელდება,  ეს იქნება მხოლოდ  დადებითი ჩვენთვის,  როგორც მთლიანი სახელმწიფოსთვის და აგრეთვე შეიარაღებული ძალებისთვის. მივიჩნევ, რომ პრემიერ-მინისტრიდან ეს საკმაოდ გონივრული ნაბიჯი იყო.  ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მათ რეალურად შეაფასონ მდგომარეობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, ეს ჯგუფი დაფუძნებული იქნება უშუალოდ დაკვირვებაზე და არა რეკორტებზე,  რომელიც  ატაშეების და სხვა დელეგაციების სამუშაო ვიზიტების დასრულების შემდეგ ხდებოდა“, - განაცხადა მელითაურმა.