ამერიკულმა ფირმამ Deo Perfume Candy გამოუშვა საკვები დეოდორანტი, რომელიც პირის ღრუში არასასურველი სუნის გასაქრობად გამოიყენება. დეოდორანტის მომხმარებლებისთვის ის ასეთი მოსახერხებელი და გემრიელი არასდროს ყოფილა. დეოდორანტს კამფეტის ფორმა აქვს და შეიცავს ინგრედიენტს, რომელიც იწვევს ვარდის სურნელის გამოყოფას.
დეოდორანტის მწარმოებლების განცხადებით, ახალ პროდუქციას, მალე ვარდის გარდა, სხვადასხვა გემო და არომატებიც დაემატება. ისინი ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქტის ეფექტი განუმეორებელია, რადგანაც მისი გამოყენებით შესაძლებელია სასიამოვნო სურნელი და გემო პირის ღრუში 3-დან 6 საათამდე გაგრძელდეს.
საკვები დეოდორანტი უკვე პოპულარულია ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პაკეტის ღირებულებაა 10 დოლარს შეადგენს.