ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავალ

ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავალ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი არჩევნების დროს წავა.

ამის შესახებ ივანიშვილმა ბრიუსელში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე დამარცხებული არ წავალ, ძალიან კარგ ხელისუფლებას და მთავრობას დავტოვებ. მათზე პასუხისმგებლობას ავიღებ და სამოქალაქო საზოგადოებაში გადავალ, საიდანაც ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას გავაკონტროლებ, უნდა მივეჩვიოთ, რომ ხელისუფლება ერთ კაცზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საზოგადოება უნდა განვითარდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.