ბაჩო ახალაიას #7 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის

ბაჩო ახალაიას #7 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეიკრიბებიან

შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანას „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ციხესთან გააპროტესტებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებასთან რამდენიმე წუთში შეიკრიბებიან.

ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა.