თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ხვდება.
გაბუნია მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
გაბუნიას განცხადებით, მთავარ პროკურორთან თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი საბანაძის მიმალვაზე ისაუბრებს.