ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსაჩუსეტსის შტატის, ერთ-ერთი, ბარის უბრალო ჰამბურგერი, რამდენიმედღიანი ვიზიტით კოსმოსში გააგზავნეს. ის ცაში ჰელიუმით სავსე საჰაერო ბურთით აუშვეს და მასზე მინი კამერა და GPS დაამაგრეს.
ჰამბურგენი სტრატოსფეროში მოხვდა, დაახლოებით 30 კილომეტის სიმაღლეზე ასვლის შემდეგ ჰამბურგერი უკან მიწისაკენ გამოფრინდა და ბოსტონის ახლოს, ტყეში აფრენის ადგილიდან 200 კილომეტრის მოშორებით დაეშვა. ჰამბურგერი, ვიდეოკამერითურთ, ხშირ ტყეში დაიკარგა და მისი პოვნა სტუდენტებმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლეს.
ჰარვარდის სტუდენტებმა ამ ექსპერიმენტს ჯეიმს ბონდის ბოლო, 23-მე ფილმის საპატივსაცემლოდ „ოპერაცია სკაიფოლი“ უწოდეს.