საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩოშიც ადასტურებენ, თუმცა ვიზიტის თარიღი და შეხვედრების განრიგი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფილიპ გორდონი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო მოგვიანებით გაავრცელებს.