ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, ის უკმაყოფილოა სასამართლო გადაწყვეტილებით, რადიკალი ისლამისტის აბუ კატადის იორდანიაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება , აბუ კატადი ლონგ-ლარტინის ციხეში 7 წლის ჯდომის შემდეგ, სამშობლოში დააბრუნოს.
ლეიბორისტები უკმაყოფილონი არიან სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებით. მათი განცხადებით, ადამიანები შეშინებულები არიან და კატადი უმჯობესია ციხეში იჯდეს.
„ყელში ამომივიდა ეს საქმე, რადგან ეს ადამიანი ჩვენს სამშობლოში რჩება და თავისუფლად შეუძლია გადაადგილება, მას არ აქვს იმის უფლება, რომ აქ დარჩეს. მას ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშად მივიჩნევთ’,-განაცხადა კემერონმა.