ევროკავშირის კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინა შესაძლებელია საბაჟო კავშირს შეუერთდეს. ეს განცხადება რუსეთში უკრაინის ელჩმა ვლადიმერ ელჩენკომ გააკეთა. საბაჟო კავშირში ამ ეტაპისთვის რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი შედიან.
„ჩვენ ჯერჯერობით საბაჟო კავშირს არც უარს ვეუბნებით და არც თანხმობას. პერსპექტივები არის. თუ ეს ტენდენციები და პლუს ევროკავშირში კრიზისი შენარჩუნდება, ჩვენ უფრო თანხმობას ვიტყვით, ვიდრე არა“,-განაცხადა დიპლომატმა.
ელჩენკოს განცხადებით, იმისთვის რომ უკრაინა კავშირს შეუერთდეს, არც ბევრი მოსამზადებელი სამუშაოები და არც დრო არის საჭირო, ეს საკითხები შესაძლებელია 2015 წლისთვისაც მოგვარდეს.