აზიის ძირითადი საფონდო ინდექსებმა მკვეთრად დაიწია მას შემდეგ, რაც ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ გახდა ცნობილი.
იაპონური ინდექსი Nikkei Stock Average 225 შემცირდა 0,07%-ით და 8655,30 პუნქტს მიაღწია. ჰონკგონგის Hang Seng-ის ინდექსმა, პირიქით, მოიმატა 0,87%-ით და 21373,88 პუნქტი შეადგინა. სამხრეთ კორეული KOSPI-ის ინდექსმა ცვლილება 0,006%-ით განიცადა და 1889,57-ს მიაღწია. სინგაპურის Straits Times Index-ი 0,67%-ით დაეშვა ქვემოთ და მისი ინდექსი საბოლოოდ 2987,47-ზე შეჩერდა.
გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი რომ ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტმა მარტო ოქტომბერში 120 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად 98,5 მილიარდი დოლარისა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი 113 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებდა, თუმცა საბოლოო შედეგი სხვანაირი აღმოჩნდა.