ბარაკ ობამა რუსეთს ეწვევა

ბარაკ ობამა რუსეთს ეწვევა

ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთში ჩასასვლელად და ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აკეთებს.

ბარაკ ობამა სიამოვნებით დაეთანხმა კოლეგის მოწვევას და განაცხადა, რომ იგი მზად არის რუსეთში ჩასასვლელად, როგორც კი დიპლომატიური სამსახური ვადებს შეათანხმებს

„პუტინი ტელეფონით ესაუბრა თავის ამერიკელ კოლეგას და წარმატება უსურვა ახალი გუნდის ჩამოყალიბებაში...პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ეკონომიური ურთიერთობების  გაღრმავების შესახებ. პუტინმა კი თავის მხრივ მზადყოფნა გამოხატა ღია დიალოგისთვის“,-განაცხადა პესკოვმა.