ანიმაციური ენციკლოპედიის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში

ანიმაციური ენციკლოპედიის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში

გუშინ, 13 ნოემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში ანიმაციური ენციკლოპედიის პრეზენტაცია გაიმართა. „ქართული ანიმაციური კინოს მატიანე“ შეადგინა ლალი გორგასლიძემ, რომელიც საბავშვო კინოცენტრ „ფიფქიას“ დამფუძნებელია. წიგნი გამოიცა ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ენციკლოპედიის ეგზემპლარები არ გაიყიდება, ის სასაჩუქრეა.

ენციკლოპედია დეტალურად ასახავს ქართული ანიმაციის ისტორიას, პირველი დღიდან - თანამედროვე მულტიპლიკაციამდე. ილუსტრაციებით მდიდარი წიგნი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოირჩევა. „ქართული ანიმაციური კინოს მატიანე“ არის პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ანიმაციას ეძღვნება