რიანას გაშიშვლების სერია გრძელდება, ამჯერად მან GQ-თვის გაიხადა(VIDEO)

რიანას გაშიშვლების სერია გრძელდება, ამჯერად მან GQ-თვის გაიხადა(VIDEO)

ცნობილი ბარბადოსელი პოპ-შემსრულებელი რიანა, კიდევ ერთხელ გაშიშვლდა. 24-წლის მომღერალი ამჯერად მამაკაცების ჟურნალისვის GQ ახალი ნომრისთვის პოზირებს. რიანა თავისი იდეალური სხეულისა და ტატუირებების  დემონსტრირებას ახდენს. ჟურნალის გარეკანზე ის სრულიად შიშველი, თავისივე თმის ფერის, მოკლე ტყავის პიჯაკის ამარაა გამოსახული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რიანამ ახალი ალბომი გამოუშვა, მის გარეკანზე კი შემსრულებლის შიშველი ფოტოა გამოტანილი.

ასევე რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში რიანასა და ქეით მოსის ზედმეტად თამამი ფოტოსესიაც გამოჩნდა.

ასეთი ხშირი „სიშიშვლე“  რიანას გულშემატკივრებისთვის მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და მომღერალს ბევრმა მათგანმა ჩაცმაც კი ურჩია. რიანას ფანების განმარტებით, ისინი მომღერლის შემოქმედებაზე არიან შეყვარებული და არა იმ  ხშირ სითამამეზე, რომელიც ზოგჯერ მოსაბეზრებელი და მათთვის მიუღებელია.