პატრიარქი ჩეხეთში გაემგზავრა

პატრიარქი ჩეხეთში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

პატრიარქი თბილისის აეროპორტში თანმხლებ პირებთან ერთად მიბრძანდა. მას ჩეხეთში   ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი გაჰყვა. უწმინდესს თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. იგი ჩეხეთში ჩარტერული რეისით გაფრინდა.

  პატრიარქის პირადი ექიმის  ცისანა შარტავას თქმით, უწმინდესი ჩეხეთში ათდღიან რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

„ექიმთა დიდი ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ, რომ უწმინდესი ათი დღით ხანმოკლე სარეაბილიტაციო კურსს ჩაიტარებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც ძალიან გვინდა, ეს მოკლე კურსი გაიაროს" - აღნიშნა შარტავამ.