საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭო ერთობლივ პროექტს – „შსს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“ ახორციელებენ.
შსს-ს ცნობით, პროექტი ესტონეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული და მის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. მათ შორის - ტრეინინგების გზით შსს-ს თანამშრომლების გადამზადება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში, სასწავლო ვიზიტი ესტონეთში, კიბერდანაშაულის თემაზე ტრეინინგ–მოდულების შემუშავება.
პროექტის ფარგლებში, 13–14 ნოემბერს საქართველოს შსს-ს ესტონეთის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პროექტის ხელმძღვანელებს და ბენეფიციარებს შორის, სადაც დაგეგმილი საქმიანობები და სხვა ტექნიკური დეტალები განიხილეს.
ამასთან, ესტონური მხარე შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას.
დღესვე, ხელი მოეწერება პროექტის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
პროექტი 2012 წლის სექტემბრიდან ხორცილედება.