მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ელჩები სააკაშვილის კი არა, საქართველოს ელჩები არიან და რომელიმე პარტიისთვის არ მუშაობენ

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ელჩები სააკაშვილის კი არა, საქართველოს ელჩები არიან და რომელიმე პარტიისთვის არ მუშაობენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობას ურჩევს, უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ ელჩებს ნუ გაათავისუფლებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი წინა ხელისუფლების დანიშნული არიან.

„ჩვენი ელჩები სააკაშვილის კი არა, საქართველოს ელჩები არიან და სწორედ ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის მუშაობენ. ზუსტად ასე უნდა შევხედოთ მათ და არა - ეჭვის თვალით, ვისი დანიშნულია და ვინმეს ინტერესებს ხომ არ წარმოადგენს. არავის ინტერესებს არ წარმოადგენენ, გარდა საქართველოსი" - განუცხადა ბრიუსელში მყოფმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს, ქართველი დიპლომატების გარკვეული ნაწილის შესაძლო ჩანაცვლების საკითხზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანების „მოსროლა ან მოშორება" იმის გამო, რომ ისინი სხვისი დანიშნული არიან, არასწორია.

„როცა მე პრეზიდენტად ახალი დანიშნული ვიყავი, ჩემი წინამორბედის დანიშნული ბევრი ელჩი კიდევ მრავალი წელი მუშაობდა და ზოგიერთი დღესაც მუშაობს. დიპლომატების გაზრდას, დიპლომატიური სკოლის შექმნას ქვეყნები ასწლეულებს ანდომებენ, ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვიწია ამის გაკეთება და ძალიან მაგარი კადრები