ბიძინა ივანიშვილი:შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა საქართველოში და არა ის, რაც დღეს ხდება

ბიძინა ივანიშვილი:შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა საქართველოში და არა ის, რაც დღეს ხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი უნახავს.

რაც შეეხება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, ივანიშვილის თქმით,  მას „საპარლამენტო კომიტეტი შესატყვისად უპასუხებს“.

„შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა საქართველოში და არა ის, რაც დღეს ხდება. ეს არის პასუხი ძველ ქმედებებზე.  ალბათ,  ეს ჰქონდა მხედველობაში რასმუსენს. ამ საკითხს ჩვენ მასთან შეხვედრაზე შევაჯერებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო, შეშფოთება გამოთქვა. რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.

რეზოლუციაში კი, რომელიც ასამბლეის 58-ე სესიაზე მიიღეს, ნათქვამია: „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციებზე,, კერძოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს,  შესაძლებლობა მისცენ საქართველოს, ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის გათვალისწინებით, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და განიხილონ საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (МAP) მინიჭების საკითხი, რაც უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ წვდომასა და ჩახედულობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებში“.