ოლეგ ლიაშკომ ტიმოშენკოსთან ერთად შიმშილობა დაიწყო

ოლეგ ლიაშკომ ტიმოშენკოსთან ერთად შიმშილობა დაიწყო

უკრაინის რადიკალური პარტიის ხელმძღვანელმა ოლეგ ლიაშკომ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა. ეს განცხადება ლიაშკომ სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „ვაცხადებ შიმშილობას და სოლიდარობას ვუცხადებ იულია ტიმოშენკოს. ჩვენ ვშიშმილობთ არჩევნების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით. იულია საჭმლის გარეშე, ცარიელ წყალზე უკვე 16 დღეა“,-წერს პარტიის ხელმძღვანელი.

ლიაშკომ ასევე გააკრიტიკა გაერთიანებული ოპოზციია, რომლებმაც ლიაშკოს აზრით, „ტიმოშენკო ჩაუშვეს“. „მათ სცნეს არჩევნების ის შედეგები, რომელიც სინამდვილეში ფალსიფიცირებული იყო, სხვები კი ხელმეორე ტურებს დათანხმდნენ“,-აცხადებს ლიაშკო.