მექსიკის ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქი აკაპულკო ბანკროტად გამოაცხადა. აკაპულკოს ვალმა 2012 წლის ბოლოსთვის 160 000 000 დოლარი შეადგინა.
ქალაქის ხელისუფლება აცხადეს, რომ არსებული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ფედერალური მთავრობის დახმარება და ქალაქისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.
აკაპულკოს ხელმძღვანელობა ქალაქის ბიუჯეტის გაფლანგვას წინა ხელისუფლებას და ქალაქში კრიმინოგენური სიტუაციის გამძაფრებას აბრალებს.
აკაპულკო მექსიკის შტატ გერერაში მდებარეობს. მოსახლეობა 673 479 ადამიანს შეადგენს. აკაპულკო 1950-იანი წლებიდან ჰოლივუდის ვარსკვლავთა საყვარელი დასასვენებლი ადგილია.