იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუსიმადან გაკვეთილი ვერ მიიღო

იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუსიმადან გაკვეთილი ვერ მიიღო

იაპონიაში კვლავ დიდი პოლემიკაა ატომური ელექტროსადგურის „კასივაძაკი-კაპივას“ გარშემო, რომლის გარშემოც სამშენებლო კომპანია  Tepko 15 მეტრის სიმაღლის კედელს აშენებს.

იაპონელი ექსპერტები თვლიან, რომ ვერც 15 მეტრიანი და ვერც უფრო მაღალი კედელი, მორიგი ცუნამის დროს ვერ შეძლებს ატომური ელექტროსადგურის გაჟონვისგან დაცვას, რადგან კუნძული გეოლოგიური აქტივობის ზონაშია  და ქვეყანაში ისევ ის უბედურება განმეორდება, რაც ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმას აფეთქებისას მოხდა.

Tepko კი აცხადებს, რომ ცუნამის შეჩერება აუცილებელია და სწორედ ამიტომ შენდება ეს კედელი.

„ჩვენი გეგმა იმ შემთხვევისთვისაც  გამოდგება, თუ ცუნამის მასშტაბები წინამდებარეზე ბევრად ძლიერი იქნება“,-აცხადებენ კომპანიაში.