პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში ქალაქ კვეტაში განხორციელებული აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა და 10-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში განხორციელდა, სადაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეინიშნება ტერორისტთა აქტიურობა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ველოსიპედზე იყო მიმაგრებული. ტერორისტთა მიზანს კი ის სამხედრო დაჯგუფება წარმოადგენდა, რომელიც აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე პატრულირებდა.