აზერბაიჯანში მორიგი საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს გაიმართება

აზერბაიჯანში მორიგი საპროტესტო აქცია 17 ნოემბერს გაიმართება

აზერბაიჯანის ოპოზიციის აქტივისტები 17 ნოემბერს ბაქოს ცენტრში მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. მათ ძირითად მოთხოვნას ქვეყნის პარლამენტის დათხოვნა წარმოადგენს.

აზერბაიჯანის ოპოზიციამ ამავე მოთხოვნით ერთი საპროტესტო აქცია 20 ოქტომბერს , უკვე გამართა, მაშინ შეკრება სოციალური ქსელის facebook -ის საშუალებით მოხდა. აქციის მიზეზი სოციალურ ქსელებში პარლამენტის დეპუტატის გიულიარ აჰმედოვას აზერბაიჯანის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან ელშად აბდულაევთან საუბარი გახდა, სადაც საუბარი აბდულაევის პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, ქრთამის მიცემას შეეხებოდა. ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ბაქოს პროკურატურამ საქმე აღძრა, ხოლო აბდულაევამ იმავე დღეს დატოვა დეპუტატის სავარძელი.